ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროზე დრონი აღმოაჩინეს, რომელზეც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამაგრებული

ბულგარეთი შავი ზღვის კურორტ ტიულენოვოში აღმოჩენილი დრონის შესამოწმებლად სპეციალურ ჯგუფს აგზავნის. მედიის ინფორმაციით, ბულგარეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების გადამტანი დრონის შესამოწმებლად და დეაქტივაციისთვის სპეციალური დანაყოფი გაგზავნა.

შემოწმების შემდეგ, ნატო-ს წევრი ბულგარეთის მიერ გაგზავნილი ჯგუფი გადაწყვეტს, როგორ განკარგოს ის. თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ ჯგუფი რეგიონული მთავრობის მოთხოვნით გაიგზავნა.

ბულგარული მედია იტყობინება, რომ დრონი, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერება გადაჰქონდა, ტიულენოვოში კვირას დაეშვა. გავრცელებული ინფორმაციით, დრონის სიგრძე 3-3.5 მეტრამდეა და მასზე ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მიმაგრებული.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში