ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურასთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა აქცია გამართეს

საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან „გამარჯვების პლატფორმის“ კამპანიის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „სანქცირებული სასამართლო სანქცირებული პროკურატურა“, „რუსეთის ჯაშუშის მიერ მართული პროკურატურა“, „გადადგეს KGB-ს კადრი შოთაძე“, „KGB-შნიკების ოცნება“.

„ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება და მისი გამოცხადება „ეფესბეს“ გავლენის აგენტად საქართველოში, ნიშნავს იმას, რომ რეალურად, ეს შეეხო თავად ბიძინა ივანიშვილს და მის ოლიგარქიულ „კლანს“, ასევე, აღმასრულებელ ხელისუფლებას. ოთარ ფარცხალაძე არის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი ბიძინა ივანიშვილის „კლანის“. მას გავლენა აქვს პროკურატურაზე, ფინანსთა სამინისტროზე, შემოსავლების სამსახურზე, ასევე, მას გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტებზე. ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებით დასანქცირდა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული „კლანი“ და საქართველოს მთავრობა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყველა იმ პირმა, რომელიც უშუალოდ კავშირში არის ოთარ ფარცხალაძესთან, დატოვოს თანამდებობა. იმიტომ, რომ ისინი არიან „ეფესბეს“ ქსელის შემადგენელი ნაწილი“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

აქციის დასასრულს, მანიფესტანტებმა მსვლელობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გადაინაცვლეს და იქ საკუთარი მოთხოვნები კვლავ გააჟღერეს.

ცნობისთვის, აშშ-მ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური („ეფესბე“) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო