წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებით, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ყარაბაღის რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების კოლონები ერთდროულად გაგზავნა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, დახმარება ყარაბაღში ერთდროულად სომხეთიდან ე.წ. ლაჩინის დერეფნით და აზერბაიჯანიდან აღდამის გავლით ჩადის.
„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დღეს, ლაჩინის დერეფნისა და აღდამის გზის გავლით, ხორბლის ფქვილს და საჭირო სამედიცინო ნივთებს იმ ადამიანებს აწვდი, რომლებსაც ეს ესაჭიროებათ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰუმანიტარული დახმარება აღდამის გზის გავლით ხანკანდამდე მივიდა და ტვირთი უკვე დანაწილებულია.
შეგახსენებთ, სომხეთი, 2022 წლის დეკემბრის შემდეგ აზერბაიჯანს ყარაბაღის ბლოკადაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აზერბაიჯანი აფერხებს ე.წ. ლაჩინის დერეფნით სომხეთიდან ყარაბაღში ტვირთების გატარებას, რაც რეგიონში ჰუმანატარული სიტუაციას ამწვავებს. ბაქოში ამ ბრალდებას უარყოფენ. მიმდინარე თვის დასაწყისში სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღის "ოფიციალური პირები" დაეთანხმნენ ბაქოს მოთხოვნებს, გაეხსნათ აზერბაიჯანისკენ მიმავალი გზა ლაჩინის დერეფნის ბლოკადის მოხსნის სანაცვლოდ. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მრჩეველმა, ჰიკმეტ ჰაჯიევმა ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ყარაბაღის უკანონო რეჟიმი არ გზების ერთდროულად გახსნასთან დაკავშირებით ბაქოს შეთავაზებას არ დაეთანხმა.