პრეზიდენტი ანა ნაცვლიშვილს და ეკა გიგაურს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს ეკა გიგაურს შეხვდა.

როგორც ეკა გიგაურმა შეხვედრამდე აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„მე მგონია, რომ შეხვედრა დაკავშირებულია იმ როლთან, რომელიც აქვს დღეს პრეზიდენტს იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მე ამის მოლოდინი მაქვს, რადგან პრეზიდენტი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ პროცესში და ნამდვილად ის აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

მანამდე, პრეზიდენტს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ძირითადი ინტერესი სახელმწიფოს წინაშე მდგომი გამოწვევებია და იმპიჩმენტზე საერთოდ არ დარდობს.

„პრეზიდენტი აქტიურად მოქმედებს და აპირებს ასევე აქტიურად გააგრძელოს მუშაობა საქართველოს ევროპული არჩევანის დასაცავად და „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული სრულიად აბსურდული და სასაცილო იმპიჩმენტის პროცესი მას ვერ გააჩერებს. ძალიან ნათლად ხედავს რა პოლიტიკა აქვს „ქართულ ოცნებას“ და რამდენად აქტიურად მუშაობს სამწუხაროდ, „ოცნება“ იმისთვის, რომ როგორმე კედელი აღიმართოს ევროპასა და საქართველოს შორის. მისი ძირითადი ინტერესი იყო სახელმწიფოს წინაშე მდგომი გამოწვევები და არა იმპიჩმენტი. საერთოდ არ დარდობს იმპიჩმენტზე“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება