ჩინეთმა გერმანიას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

ჩინეთის ხელისუფლებამ გერმანიის მთავრობას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პროტესტი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის ტელეარხ Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუს უკავშირდება, რომელშიც ბერბოკმა უკრაინაში ომის კომენტირებისას განაცხადა: „თუ პუტინი ამ ომს მოიგებდა, რა ნიშანი იქნებოდა ეს? რა ნიშანი იქნება ეს მსოფლიოს სხვა დიქტატორებისთვის, როგორიც არის სი, ჩინეთის თავმჯდომარე?“.

ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მაო ნინის განცხადებით, ეს "აბსოლუტური აბსურდია".

"ეს ღია პოლიტიკური პროვოკაციაა. აღნიშნული სიტყვები ჩინეთის პოლიტიკურ პრესტიჟს სერიოზულად აზიანებს. პეკინმა შესაბამისი დიპლომატიური არხებით ბერლინს საპროტესტო ნოტა უკვე გაუგზავნა“, - განაცხადა მაო ნინმა.

Reuters-ის ინფორმაციით, რამდენიმე თვით ადრე ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ „პეკინი უფრო სისტემური მოწინააღმდეგე ხდება, ვიდრე სავაჭრო პარტნიორი“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში