ირაკლი კობახიძე ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე - ამ შემთხვევაშიც მტკიცებულებები არ არსებობს - შესაბამისად, ჩვენთვის რთულია ამ თემასთან დაკავშირებით რეაგირება

ასეთ დროს, რა თქმა უნდა, საჭიროა მტკიცებულებების გამოქვეყნება, ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების მიმართ, როცა მტკიცებულებები არ ქვეყნდება, ეს რა თქმა უნდა, არის შემაშფოთებელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ეხმაურება.

ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არ ხდება მტკიცებულებების გამოქვეყნება, ფაქტზე რეაგირება რთულია.

„ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაშიც მტკიცებულებები არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენთვის რთულია ამ თემასთან დაკავშირებით რეაგირება. როდესაც ასეთი მძიმე ბრალდებები ჟღერდება, საუბარია „ეფესბეს“ აგენტობაზე, საუბარია, რომ ეს ადამიანი ქართულ საზოგადოებაზე ახდენს ჭარბ გავლენას, როდესაც ასეთი ბრალდებები ჟღერდება, ამას უნდა მოჰყვეს წესით მტკიცებულებები. თქვენ გახსოვთ, მოსამართლეების სავიზო შეზღუდვების დაწესების დროს არავითარი მტკიცებულება არ გამოქვეყნებულა, აქაც იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენ გვირთულებს რეაგირებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი ყოფილა“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მოუწოდებს პრეზიდენტს, „საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნები გაისიგრძეგანოს“.

„არ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე ასეთ თემებზე საუბარი და პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტს მოეთხოვება მტკიცებულებების გარეშე არ ისაუბროს საქართველოს მოქალაქეზე. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება დანაშაულის დაბრალებას. ეს საქართველოს პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა. შეიძლება ის არ იყოს იურისტი, მაგრამ კონსტიტუციის ელემენტარულ დონეზე ცოდნა მოქალაქეობის კანდიდატებსაც კი მოეთხოვებათ, არა თუ საქართველოს პრეზიდენტს. მე ვურჩევდი ყველას, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს, უფრო მეტად გაისიგრძეგანონ კონსტიტუციის მოთხოვნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე, კობახიძე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასაც, რომლის მიხედვითაც ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა.

კობახიძის თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.

„როდესაც საქმე ეხება გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას. ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფცია. საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით. რა თქმა უნდა, უცხოელს შეიძლება შეუზღუდო აქ კომერციული საქმიანობის ან სხვა ტიპის საქმიანობის წარმოება, მაგრამ როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, იქ სახელმწიფო მოქმედებს განსხვავებული პასუხისმგებლობით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024