გერმანია უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, გერმანია უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულება 400 მილიონ ევროს შეადგენს.

აღნიშნული განცხადება პისტორიუსმა Bild-თან ინტერვიუში გააკეთა.

"ჩვენ მივაწვდით უკრაინას დამატებით საბრძოლო მასალას: ასაფეთქებელი, ნაღმმტყორცნის, ნაღმმტყორცნის საწინააღმდეგო, რადგან საბრძოლო მასალა - ეს უპირველესია, რაც უკრაინას სასტიკი აგრესიული ომის წინააღმდეგ მის თავდაცვით ბრძოლაში ესაჭიროება.

გარდა ამისა, ჩვენ დავეხმარებით დაცული ტექნიკითა და განაღმვის სისტემებით. არ გვავიწყდება ასევე ზამთრის მოახლოება: ჩვენ გავუგზავნით არა მარტო ტანსაცმელს, არამედ ელექტრო და თბოგენერატორებს", - განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ რატომ არ შევიდა აღნიშნულ პაკეტში Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები, მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობამ იარაღის ყოველი მიწოდება ზედმიწევნით უნდა აწონოს.

"საჭიროა უამრავი პოლიტიკური, იურიდიული, სამხედრო და ტექნიკური ასპექტების გათვალისწინება. ეს ადვილი არ არის. გერმანიის მთავრობას Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია", - განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ