ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი - დიახ, არსებობს რისკები ბულგარეთისთვის! - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენილი დრონი უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი, თოდორ თაგარევი შავიზღვისპირეთის ქალაქ ტიულენოვოში აღმოჩენილ დრონს, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა მიმაგრებული, უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირებს.

მისი თქმით, ზუსტად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აღმოჩენილი დრონი უკავშირდება ომს, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს.

„ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს ომი ჩვენ როგორღაც გვერდს აგვივლის. დიახ, არსებობს რისკები ბულგარეთისთვის!" - აღნიშნა ბულგარეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე განმარტებით, ეს ერთადერთი შემთხვევა არაა და რომ გრძელდება გამოძიება იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა დრონი ბულგარეთში.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბულგარეთის ქალაქ ტიულენოვოში დრონი აღმოაჩინეს, რომელზეც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მიმაგრებული. თავდაცვის სამინისტრომ საფრენი აპარატის შესამოწმებლად და გასანეიტრალებლად სპეციალური დანაყოფი გაგზავნა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას