რუსულმა ძალებმა ხერსონში ტროლეიბუსს ცეცხლი გაუხსნეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ხერსონი არტილერიით დაბომბეს, საარტილერიო დაბომბვის შედეგად პოლიციელი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრე პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ხერსონში რუსების მიერ განხორციელებული საარტილერიო დაბომბვის შედეგად პოლიციის 49 წლის სერჟანტი დაიღუპა. მძიმედ დაშავდა კიდევ ორი ​​მშვიდობიანი მოქალაქე. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - აცხადებს პროკუდინი.

ამასთან, თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა სასაწყობე შენობას და მაშველები 1000 კვ.მ ფართობზე გავრცელებულ ხანძარს აქრობენ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა