აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხური მხარის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ორი სამხედრო დაიჭრა, სომხეთი ბრალდებას უარყოფს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებებმა აღდამის რაიონში განლაგებულ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა.

„სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსული სამშვიდობო ძალები არიან განლაგებული, ნაღმმტყორცნებისა და სხვადასხვა კალიბრის იარაღის გამოყენებით, ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, რომლებიც აღდამის რაიონში არიან დისლოცირებული. შედეგად, აზერბაიჯანის არმიის ორი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. დაჭრილ სამხედროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

უწყების ცნობით, აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა საპასუხო ზომები მიიღეს.

ამ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ და სიცრუეს უწოდებენ.

„აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დეზინფორმაცია გაავრცელა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება, რომ 19 სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის საგუშაგოებს, რეალობას არ შეესაბამება“, - აცხადებენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა