აზერბაიჯანული მედია - აზერბაიჯანის არმიამ ხანქენდში სომხეთის არმიის საზენიტო-კომპლექსი გაანადგურა

აზერბაიჯანის არმიამ ხანქენდი-ხოჯალის გზის მიმდებარედ სომხეთის შეიარაღებული ძალების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ტორი“ გაანადგურა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მანამდე, სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი სტეფანაკერტს ბომბავს.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყარაბაღში, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით, ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყეს, რომლის სამიზნეს მშვიდობიანი მოსახლეობა არ წარმოადგენს და მხოლოდ სამხედრო სამიზნეების მწყობრიდან გამოყვანა ხორციელდება.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის