სომხეთის თავდაცვის უწყება - სომხეთის რესპუბლიკას ყარაბაღში ჯარი არ ჰყავს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მთიან ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა განლაგებული არ არის.

„აზერბაიჯანის ოფიციალურ შეტყობინებებსა და მედიაში გრძელდება ყალბი ინფორმაციის გავრცელება, რომლის თანახმადაც, მთიან ყარაბაღში განლაგებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში ჯარი არ ჰყავს“, - აცხადებენ უწყებაში.

მანამდე, სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 14:00 საათისთვის სომხეთის საზღვრებზე ვითარება შედარებით სტაბილურია.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა