მარია ზახაროვა ყარაბაღზე - რუსული მხარე დაჟინებით ითხოვს, კონფლიქტის მხარეებმა შეწყვიტონ სისხლისღვრა, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაუბრუნდნენ პოლიტიკურ და დიპლომატიურ გზას

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, მარია ზახაროვას განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ საბრძოლო მოქმედებების დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, ბაქომ თავისი გეგმების შესახებ რუსული სამშვიდობო კონტინგენტი არ გააფრთხილა.

“რუსული მხარე დაჟინებით ითხოვს კონფლიქტის მხარეებისგან შეწყვიტონ სისხლისღვრა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაუბრუნდნენ პოლიტიკურ და დიპლომატიურ გზას", - განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანმა ვითომდა გააფრთხილა რუსი სამშვიდობოები ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„ეს ცრუ ინფორმაციაა. რუსულმა კონტინგენტმა აღნიშნული ინფორმაცია საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღო", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება