ერევანში, საპროტესტო აქციის მონაწილეები ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ

ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეები სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

მედიის ინფორმაციით, ყარაბაღში ვითარების გამწვავების ფონზე, მომიტინგეები ერევნის ცენტრში შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის გადარჩენის ერთადერთი გზა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომაა.

„ნიკოლი მოღალატეა“, „სირცხვილია!“- სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად ადგილობრივ ანტიტერორისტულ ზომებს ახორციელებენ. ერევანმა აზერბაიჯანის ქმედებები ყარაბაღის წინააღმდეგ მორიგ აგრესიად შეაფასა. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკოლ ფაშინიანი დღეს სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ