ჯო ბაიდენი - რუსეთი ფიქრობს, რომ მსოფლიო დაიღლება და მისცემს მას საშუალებას  უკრაინაზე იძალადოს - თუ რუსეთს მივცემთ უკრაინის დანაწევრების ნებას, იქნება თუ არა სხვა ერების დამოუკიდებლობა უსაფრთხო?!

ამერიკის შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, უკრაინელების მხარდაჭერას გააგრძელებს, რომელიც რუსეთის ფედერაციის დაუფარავ აგრესიას ებრძვის და არ დაუშვებს უკრაინის დანაწევრებას და სხვა ქვეყნის უსაფრთხოების შელახვას, - აღნიშნული განცხადება გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა.

„რუსეთი ფიქრობს, რომ მსოფლიო დაიღლება და მისცემს მას საშუალებას იძალადოს უკრაინაზე და არ აგოს ამაზე პასუხი. მაგრამ მე დაგისვამთ შეკითხვას: თუ ჩვენ უარს ვიტყვით გაერო-ს ძირითად პრინციპებზე, რათა დავაწყნაროთ აგრესორი, შეუძლია თუ არა ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ის დაცულია? თუ მივცემთ მას უკრაინის დანაწევრების ნებას, იქნება თუ არა ნებისმიერი ერის დამოუკიდებლობა უსაფრთხო?” - განაცხადა ბაიდენმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის