ანჯეი დუდა - ნება მომეცით, ლეხ კაჩინსკის მიერ თბილისში ნათქვამი სიტყვები გავიხსენო: „რუსეთს მიაჩნია, რომ იმპერიის ძველი დრო ბრუნდება, ეს ასე არ იქნება, ის დღეები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა“

უკრაინაში ომის გაჩაღებისას ვლადიმერ პუტინს სურდა რუსეთის იმპერიის აღდგენა, მსოფლიოს დაყოფა და ის, რომ ევროპა მის ნედლეულზე სისტემატურად დამოკიდებული გამხდარიყო. მან წარმატებას ვერ მიაღწია! ჩემი მტკიცე რწმენაა, რომ ის წარმატებას ვეღარ მიაღწევს, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მსოფლიოს სჭირდება მამაცი და შორსმჭვრეტელი ლიდერები, ისეთი, როგორიც პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი იყო.

"ნება მომეცით გავიხსენო მის მიერ თბილისში 2008 წელს საქართველოში რუსული აგრესიის დროს ნათქვამი სიტყვები: „პირველად დიდი ხნის განმავლობაში, რუსებმა აჩვენეს სახე, რომელსაც ასობით წელია ვიცნობთ. მათ სჯერათ, რომ მათ გარშემო მცხოვრები ერები მათ უნდა დაექვემდებარონ“. ჩვენ ვამბობთ არა! რუსეთს მიაჩნია, რომ იმპერიის ძველი დრო, რომელიც 20 წელზე ნაკლები ხნის წინ დაინგრა, ბრუნდება. ეს ბატონობა კვლავ დამახასიათებელი იქნება რეგიონისთვის. არა, ეს ასე არ იქნება! ის დღეები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა. დიახ! დღეს, სწორედ ამ ადგილას, გაერო-ს შტაბ-ბინაში მინდა გავიმეორო: ის დღეები აღარასოდეს დაბრუნდება! უნდა შეწყდეს დაპყრობის, ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლის, კანონის უგულებელყოფის და უკრაინელი ხალხისთვის არსებობის უფლებაზე უარის თქმის ლოგიკა! ეს სასტიკი ომი უნდა დასრულდეს და არ გადაიქცეს გაყინულ ომად! ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის სრული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში!“ - აღნიშნა დუდამ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის