ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელი - მთიან ყარაბაღში დაძაბულობის ესკალაცია ირანის შეშფოთებას იწვევს - ირანის ისლამური რესპუბლიკა მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაწილად მიიჩნევს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ნასერ ქანაანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში დაძაბულობის ესკალაცია ირანის შეშფოთებას იწვევს და ქვეყნის ხელისუფლება ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების პირობების დაცვისკენ და დიალოგისკენ მოუწოდებს.

განცხადებას ირანული მედია ავრცელებს.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ ამ რეგიონის პრობლემები, მათ შორის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება, ამ ჩარჩოებში უნდა მოგვარდეს“, - აღნიშნა ქანაანიმ.

ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ასევე მშვიდობიანი გზით სადავო საკითხების მოგვარებაში რეგიონის ქვეყნების როლის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ ირანის ხელისუფლება მზად არის 3+3 ფორმატში შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო