ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი იმსახურებს განიარაღებას, ტერორისტებს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ აქვთ

რუსეთის ფედერაციას ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ აქვს, - აღნიშნული განცხადება გაეროს 78-ე გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.

„უკრაინამ სიდიდით მესამე ბირთვული არსენალი ჩააბარა. მაშინ მსოფლიომ გადაწყვიტა, რომ ასეთი ძალის მცველი რუსეთი უნდა იყოს, მაგრამ შემდგომმა ისტორიამ გვიჩვენა, რომ ზუსტად რუსეთი ყველაზე მეტად იმსახურებდა განიარაღებას, ჯერ მაშინ, 1990-იანებში. რუსეთი განიარაღებას ახლაც იმსახურებს: ტერორისტებს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ აქვთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, სანამ ბირთვული იარაღი ადგილებზე რჩება, მასობრივი განადგურება ძალას იკრებს.

„რუსეთი იარაღად ბევრ სხვა რაღაცასაც აქცევს და ეს არა მარტო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენება, არამედ თქვენი ქვეყნების წინააღმდეგაც. უამრავი შეთანხმება არსებობს, რომელიც იარაღის ფლობასა და გავრცელებას ზღუდავს, მაგრამ არ არსებობს არანაირი რეალური შეზღუდვა საკვები პროდუქტების, ენერგიის და სხვა რაღაცების იარაღად გამოყენებაზე", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა