რუსეთის საგარეო უწყება - მოვუწოდებთ მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სისხლისღვრა ყარაბაღში

ყარაბაღში, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ სისხლისღვრა, საბრძოლო მოქმედებები და ასევე გამორიცხონ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების მკვეთრ ესკალაციასთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სისხლისღვრა, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და გამორიცხონ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, კონფლიქტის მოგვარების ბედზე „რადიკალური გავლენა იქონია 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის მაისში ევროკავშირის ეგიდით გამართულ სამიტებზე ერევნის მიერ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილად აღიარებამ.

„ამან შეცვალა ფუნდამენტური პირობები, რომლითაც ხელი მოეწერა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადებას“, - აცხადებენ სამინისტროში.უწყების განცხადებით, საჭიროა მხარეები სამმხრივი შეთანხმებების შესრულებას დაუბრუნდნენ.

„ახლა მთავარია, მხარეები დაუბრუნდნენ სამმხრივი შეთანხმებების შესრულების უმაღლეს დონეზე, რომელიც ასახავს ყველა ნაბიჯს ყარაბაღის პრობლემის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, შეწყდეს შეიარაღებული დაპირისპირება და ყველაფერი გაკეთდეს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - აღნიშნულია განცხადებაში.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი