ერევანში, რუსეთის საელჩოსთან უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

სომხეთის დედაქალაქ ერევანში, რუსეთის საელჩოსთან უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს და იქ 20-მდე პოლიციელი იმყოფება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საელჩოსთან საპროტესტო აქციები არ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, გუშინ დემონსტრანტებმა, რომლებიც ერევნის ცენტრალურ ქუჩებში ყარაბაღის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის ანტიტერორისტულ ოპერაციას აპროტესტებდნენ, რუსეთის საელჩოს შენობა გადაკეტეს. დიპლომატებმა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გაუგზავნეს და მისიის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენის უზრუნველყოფა მოითხოვეს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს