სომხეთის საგარეო უწყება ევროკავშირს ყარაბაღში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანის განცხადებით, ნიუ-იორკში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე მან ევროკავშირს მოუწოდა, სასწრაფო მიიღოს ზომები ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

„ვისაუბრე აზერბაიჯანის განზრახვებზე მთიან ყარაბაღში, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და რეალურად მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისთვის სამშობლოს ჩამორთმევას. საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის ევროკავშირმა, უნდა მიიღონ სასწრაფო ზომები ამის აღსაკვეთად,“ - წერს მირზოიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღში ანტიტერორისტული ღონისძიებები წარმატებთ გრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება