ერევანში, მთავრობის შენობასთან ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება

ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე, მთავრობის შენობასთან დღეს საღამოს ყარაბაღის მხარდასაჭერად და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება, - ამის შესახებ სომხეთის ოპოზიციური ბლოკის „დედა სომხეთის“ ხელმძღვანელმა ანდრანიკ თევანიანმა განაცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეილება, ჩავატაროთ აქცია რესპუბლიკის მოედანზე 19:00 საათზე", - აცხადებს თევანიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უარი თქვა ყარაბაღზე და ის, რაც ახლა ხდება, ფაშინიანის პოლიტიკის შედეგია. მისი თქმით, საჭიროა სომხეთში ხელისუფლების შეცვლა, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბება.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა