აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - განადგურებულია სომხეთის კუთვნილი სამხედრო ბაზა

ყარაბაღში მიმდინარე ანტიტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების კუთვნილი სამხედრო ბაზა განადგურდა, - ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღის რეგიონში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები ადგილობრივი ანტიტერორისტული ზომების გატარებას წარმატებით განაგრძობენ.

ამასთან, აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ანტიტერორისტული ღონისძიებები შეწყდება, თუ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები იარაღს დაყრიან და ჩაბარდებიან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო