სომხური მედია - ყარაბაღში დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

ყარაბაღში დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა, მათ შორის 7 მშვიდობიანი მოქალაქეა, - ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ადამიანის უფლებათა დამცველის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 2 ბავშვია.

ამასთან, სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის ოფისში აცხადებენ, რომ დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 35 მშვიდობიანი მოქალაქე (13 ბავშვი).

მათი მტკიცებით, აზერბაიჯანის სამხედრო ძალები ბომბავს მშვიდობიან დასახლებებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ შენობებს, სკოლებს და სხვა.

სომხეთის ომბუდსმენი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის მანდატის მქონე აქტორებს მოუწოდებს, შესაბამისი შეფასება მისცენ „აზერბაიჯანის ქმედებებს და მიიღონ სასწრაფო ზომები მასობრივი დანაშაულების დასასრულებლად“.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ყარაბაღში ადგილობრივ ანტიტერორისტულ ღონისძიებებს ახორციელებენ, რომლის მიზანი კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაა. აზერბაიჯანის ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ მათ სამიზნეს მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ წარმოადგენს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო