ნიკოლ ფაშინიანი - ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ტექსტის შემუშავებაში ერევანი არ მონაწილეობდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ტექსტის შემუშავებაში ერევანს მონაწილეობა არ მიუღია.

„მთიანი ყარაბაღის ოფიციალური საინფორმაციო გვერდებიდან შევიტყვეთ, რომ მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ მიიღო რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ჩვენ გავეცანით ტექსტს. სომხეთის რესპუბლიკა არ მონაწილეობდა მასში.

ამ ტექსტის შემუშავებაში სომხეთის რესპუბლიკა არანაირად არ მონაწილეობდა და დისკუსიის მხარე არ ყოფილა", - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ყარაბაღში საომარი მოქმედებების ინტენსივობა მკვეთრად შემცირდა. „უახლესი ინფორმაცია, რაც ჩვენ მივიღეთ მთიანი ყარაბაღიდან არის შემდეგი, რომ სამხედრო მოქმედებების ინტენსივობა მკვეთრად შემცირდა. ვერ ვიტყვი, რომ ნულამდე დასული, მაგრამ მკვეთრად შემცირდა“, - განაცხადა ფაშინიანმა.სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ სამხედრო ესკალაცია არ გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო