მამუკა მდინარაძე - დღეს დაიწყეს ადუღება - ფარცხალაძის თემა გარკვეული გავლენებით გადმოგდებული საკითხია, რათა დღის წესრიგი შექმნილიყო და მკვდარი ოპოზიცია გაეცოცხლებინათ

არაფერი ახალი არ იყო, რაც არ მომხდარა და რაც არ უცდიათ. დღეს დაიწყეს ადუღება - ფარცხალაძის თემა მკვდარი ოპოზიციისთვის გარკვეული გავლენებით არის გადმოგდებული თემა, რათა დღის წესრიგი შექმნილიყო და მკვდარი ოპოზიცია გაეცოცხლებინათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აშშ-მ და სახელმწიფო დეპარტამენტმა ფარცხალაძე ძალიან დიდი და გავლენიანი ჯგუფის შეკვეთით და მეშვეობით დაასანქცირა.

„არაფერი ახალი არ იყო, რაც არ მომხდარა და რაც არ უცდიათ. დღეს დაიწყეს ადუღება, უკვე ამის მზადება, ორი დღე ვერ მოითმინეს, თან ეშინოდათ თეა წულუკიანთან პოლემიკაში შესვლის. არავინ დაიჯეროს, რომ ეს იყო სპონტანური. გაშლილი, ამაზრზენი პლაკატი, გარეთ ჩხუბში, რომ შეიტყუებენ დეპუტატებს, მეორე ნაწილი, ქალები, რომ გარბიან და ტრაფარეტებს და დროშებს შლიან. ეს ხომ შემთხვევითი არ არის, ეს ხომ გამზადებული იყო, ეს ხომ ამ დღისთვის იყო დაბეჭდილი? ეს ყველაფერი მიზანმიმართულად, დაგეგმილად ხდება და დაიწყო დუღილი, დუღილის მცდელობა საქართველოსთვის დამაზიანებელი და ამაზრზენი მესიჯით, რომ აქ რუსები არიან და რუსები მართავენ საქართველოს. ფარცხალაძის თემა გარკვეული გავლენებით არის გადმოგდებული, აბსოლუტურად მკვდარი ოპოზიციისთვის, რომ დღის წესრიგი შექმნილიყო და მკვდარი ოპოზიცია გაეცოცხლებინათ. რომ არა ეს თემა და დასანქცირება, ამ დღეებში რაზე უნდა ესაუბრათ? დასანქცირება, ვიღაცების შემოსვლა პლაკატებით, მერე ჩხუბის ატეხა, ეს ყველაფერი არის დაგეგმილი, მიზანმიმართული პროვოკაცია და ძალიან საშიში, რატომ? ნახეთ, როგორ აპარებენ მესიჯებს, ვაშაძემ როგორ შემოაპარა იარაღის მესიჯი, მან ახსენა ხომ, ესეც ხომ არ მოგვეჩვენა? იარაღი ახსენა? შემოაპარა თემა? დიახ, ნამდვილად დაასანქცირა ფარცხალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, როგორც ჩანს, ძალიან დიდი და გავლენიანი ჯგუფის შეკვეთით და მეშვეობით. ჩვენი მეგობარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაც კი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ამ სქემაში უნებლიედ გამოიყენეს და გავლენიანმა ჯგუფებმა, გარკვეულწილად, ეს უზრუნველყვეს. იარაღის მესიჯის შემოპარებაც ვაშაძის მხრიდან შემთხვევითი არ არის. ახლა ტესტავენ ამ მესიჯებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა