ერევანში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სომხეთის დედაქალაქ ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნისკენ მიმავალი გამზირი გადაკეტეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქალაქის ამ ნაწილში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ პარალიზებულია.

მომიტინგეებმა შეკრება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ყარაბაღში, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და აზერბაიჯანმა ანტიტერორისტული ოპერაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ყარაბაღში განვითარებული მოვლენები ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკის შედეგია და მის გადადგომას მოითხოვენ.

მთავრობის შენობასთან პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა