ვლადიმერ პუტინი ჩინეთს ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მან სიამოვნებით მიიღო ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მოწვევა ეწვიოს ჩინეთს და „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ფორუმში მონაწილეობა მიიღოს.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"რასაკვირველია, მე სიამოვნებით მივიღე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის, სი ძინპინის მოწვევა და ოქტომბერში ვეწვევი ჩინეთს, სადაც მისივე იდეით დაფუძნებულ საერთაშორისო ბრენდის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ღონისძიებებში მივიღებ მონაწილეობას", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ეს სავსებით შეესაბამება რუსეთისა და ჩინეთისა ინტერესებს და ასევე, დიდი ევრაზიული სივრცის შექმნის იდეის ინტეგრირებას ახდენს.

"ჩვენ საკმაოდ სინქრონულად ვმოქმედებთ", - დასძინა მან.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის