მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირი რეგიონში სპეციალურ წარმომადგენელს აგზავნის

მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროკავშირი რეგიონში სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს აგზავნის.

აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა.

"ყარაბაღში აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის გათვალისწინებით, მივიღე გადაწყვეტილება რეგიონში ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის, ტოივო კლაარის გაგზავნასთან დაკავშირებით. ის შექმნილი მდგომარეობის შესახებ მოხსენებებს მოგვაწვდის", – განაცხადა ბორელმა.

ამასთან, მას არ დაუზუსტებია, ევროკავშირის დიპლომატი მხოლოდ აზერბაიჯანში გაემგზავრება, თუ ერევანსაც ეწვევა.

ტოივო კლაარი აღნიშნულ თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს და ბოლო წლებში სომხეთსა და აზერბაიჯანის შორის მოლაპარაკებების პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

ევროკავშირმა ასევე გააფრთხილა აზერბაიჯანი თავი შეიკავოს რეგიონიდან ადგილობრივი მოსახლეობის განდევნისგან და მოუწოდა ღირსეულად მოექცეს ადგილზე მცხოვრებ ეროვნებით სომეხ მოქალაქეებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო