ილჰამ ალიევი - ევლახში ყარაბაღელ სომხებთან შეხვედრაზე მათი უფლება-მოვალეობები განიხილება

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა ანტიტერორისტული ღონისძიებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე ისაუბრა და პოზიტიური ნაბიჯი უწოდა სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების გაყვანას, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ იარაღის დაყრას, მათ განიარაღებას და ევლახში დაგეგმილ შეხვედრას.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ევლახში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილება ყარაბაღელი სომხების უფლებები და მოვალეობები აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე, ასევე მათი კულტურული, რელიგიური, მუნიციპალური და სხვა უფლებები.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებების დაცვის, უსაფრთხოების, რეინტეგრაციის და აზერბაიჯანის კონსტიტუციის ფარგლებში ცხოვრების და საქმიანობის უზრუნველყოფის საკითხებზე დღეს ევლახში ადგილობრივი სომხური მოსახლეობისა და აზერბაიჯანის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა