სარაკეტო თავდასხმის შედეგად კიევში ხანძარი გაჩნდა, ჩერკასში სასტუმროს შენობა განადგურდა - არიან დაშავებულები

რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ჩერკასში სასტუმროს შენობა განადგურდა, ჩამოგდებული რაკეტების ფრაგმენტების გამო კიევსა და კიევის ოლქში ხანძარი გაჩნდა, სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ლვოვისა და რივნეს ოლქებშიც, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„წყნარი დილა არ გვქონდა. უკრაინის სხვადასხვა რეგიონში აფეთქებების ხმები ისმოდა", - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩერკასში განადგურდა სასტუმროს შენობა და ხანძარი გაჩნდა, ხანძარია ასევე სავაჭრო პავილიონებში. დაშავებულია 7 ადამიანი. კიევში, რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე რაიონი დაზარალდა. ხანძარია დარნიცკის რაიონში. დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

კიევის ოლქში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად საწარმოების ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა კერძო სექტორიც. დაშავდა ორი ადამიანი. ხარკოვში თავდასხმის შედეგად საწყობის შენობა დაინგრა. დაშავდა 2 ადამიანი. ზიანი მიადგა რივნეს ოლქსაც, სადაც ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული.

ამასთან, ლვოვის ოლქში სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ინდუსტრიულ ზონაზე, რამაც ნგრევა და ხანძარი გამოიწვია. ამასთან, კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქის და მისი შემოგარენის თავზე საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების 20 რაკეტა გაანადგურეს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში