„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ - „ვაგნერელები“ ​​სირიას ტოვებენ და შესაძლოა, თავიანთი აქტივები ირანს გადასცენ

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი" სირიაში პოზიციებს ტოვებს, რათა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ულტიმატუმი შეასრულოს, - ამის შესახებ ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ “ვაგნერელებმა“ თავიანთი აქტივები, შესაძლოა, ირანს გადასცენ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 27 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში მებრძოლ „ვაგნერის“ ბოევიკებს უბრძანა, 20 სექტემბრამდე დაეტოვებინათ ქვეყანა ან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეერთებოდნენ. ამჟამად სირიაში 1500-ზე მეტი „ვაგნერელია“ და „ვაგნერის“ რიგებში სირიის 3 000-ზე მეტი მოქალაქე ირიცხება.

„ომის შემსწავლელ ინსტიტუტში" აცხადებენ, რომ რუსი სამხედრო ბლოგერების აზრით, „ვაგნერელებისთვის“ უფრო მომგებიანია საკუთარი აქტივების ირანისთვის, ვიდრე რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემა.

„ვაგნერის“ სირიიდან გასვლა ირანს იქ მუდმივი და ხელსაყრელი ყოფნის საშუალებას აძლევს. ირანი იყენებს ცენტრალურ სირიის უდაბნოს ტერიტორიას იმისთვის, რომ ლევანტის გავლით თავის მარიონეტებს იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა გადასცეს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სირიას აქვს ფოსფატების ყველაზე დიდი მარაგები, რომელიც სასუქების ძირითადი ინგრედიენტია.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის