ეროვნული ბანკის საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტი კენჭს უყრის

პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ეროვნული ბანკის საბჭოში ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის არჩევის საკითხი ასახულია. სწორედ ამ თემაზე პლენარული სხდომის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შეიკრიბნენ.

მათი განცხადებით, პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრისას გახდება ცნობილი, აირჩევენ თუ არა საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოში 9 წევრის ნაცვლად, მხოლოდ 7 წევრია. მათგან სამმა - საბჭოს ვიცე-პრეზიდენტებმა საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. პაპუნა ლეჟავას, არჩილ მესტვირიშვილისა და ნიკოლოზ გაგუას გადადგომაზე ინფორმაცია ბიურომ ცნობად დღევანდელ სხდომაზე მიიღო. კანონის გათვალისწინებით, ისინი საბჭოს წევრობას ორ თვეში - 21 ნოემბრიდან დატოვებენ. საბჭოს კიდევ ერთ წევრს დეკემბერში უფლებამოსილების ვადა ეწურება.

თავად პრეზიდენტი, მის მიერ წარდგენილი კანდიდატურების პარლამენტიდან უკან გამოწვევას გეგმავდა, თუმცა უმრავლესობის წევრების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს ამის უფლება არ აქვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი პოლიტიკის კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები მათ დაუსწრებლად განიხილეს, თუმცა მხარი არ დაუჭირეს. კომიტეტების უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, საკითხი კენჭისყრაზე დადგება და კანდიდატურებს კენჭი ეყრება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება