კრემლი - ილჰამ ალიევმა ვლადიმერ პუტინს ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების დაღუპვის გამო მოუბოდიშა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების დაღუპვის გამო ბოდიში მოიხადა, - ამის შესახებ კრემლის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„ალიევმა ბოდიში მოიხადა და ღრმა მწუხარება გამოთქვა 20 სექტემბერს ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ტრაგიკული დაღუპვის გამო. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მომხდარის საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდება და ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება“, - ნათქვამია განცხადებაში.

კრემლის ინფორმაციით, ალიევმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა, დაღუპულთა ოჯახებს ფინანსური დახმარება გაუწიოს.

მათივე ცნობით, საუბარი აზერბაიჯანული მხარის ინიციატივით შედგა. შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც რუსი სამხედროები დაიღუპნენ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა