ინდოეთმა კანადის მოქალაქეებს სავიზო მომსახურება შეუჩერა

ქვეყნებს შორის დაძაბულობის ფონზე, ინდოეთმა კანადის მოქალაქეებს სავიზო მომსახურება შეუჩერა.

მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია როდის აღდგება სავიზო მომსახურება ქვეყნებს შორის. იქამდე კი, 19 სექტემბერს, კანადამ და ინდოეთმა ერთმანეთის ელჩები გააძევეს.

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინდოელ დიპლომატს ქვეყნის დატოვება მას შემდეგ მოსთხოვეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანადელი სიქჰების ცნობილი ლიდერის, ჰარდიპ სინგ ნიჯარის მკვლელობის უკან შესაძლოა ინდოელი თანამდებობის პირები იდგნენ. ელჩის გაძევების საპასუხოდ, ინდოეთის მთავრობამ ინდოეთში მყოფ კანადელ დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად ხუთდღიანი ვადა მისცა.

ინდოეთი ბრალდებებს უარყოფს და მას აბსურდულს უწოდებს.

კანადაში ასიათასობით ინდური წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან უმეტესობა სიქჰია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია