მედია - ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების დაღუპვასთან დაკავშირებით ეჭვმიტანილები დააკავეს

ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების დაღუპვასთან დაკავშირებით პირველი ეჭვმიტანილები დააკავეს, - ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც, სააგენტოს განმარტებით, რუსეთის ერთ-ერთი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელია.

ამასთან, წყაროს ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კორპუსის მეთაური, რომლის დაქვემდებარებაშიც ეჭვმიტანილები იმყოფებოდნენ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც რუსი სამხედროები დაიღუპნენ.

კრემლის ინფორმაციით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც ილჰამ ალიევმა ვლადიმერ პუტინს ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების დაღუპვის გამო მოუბოდიშა და განაცხადა, რომ რომ მომხდარის საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდება და ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა