რუსეთმა ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე დროებით შეზღუდვა დააწესა

რუსეთმა ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე დროებით შეზღუდვა დააწესა

რუსეთის მთავრობამ ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე, შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, დროებით შეზღუდვა შემოიღო, - ინფორმაციას რუსული მედია მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, მთავრობამ შემოიღო დროებითი შეზღუდვა საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა, მიხეილ მიშუსტინმა ხელი უკვე მოაწერა. რუსეთის მთავრობაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება შიდა ბაზარზე საწვავის ფასების სტაბილიზაციის მიზნით მიიღეს.