სალომე სამადაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გააფორმა ეროვნული ბანკის დამოუკიდებელი სტატუსის გაუქმება - ეს ნიშნავს, რომ თურნავას ბრძანება არ გაუქმდება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საფრთხის ქვეშ აყენებს

„ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გააფორმა ეროვნული ბანკის დამოუკიდებელი სტატუსის გაუქმება - ეს ნიშნავს, რომ თურნავას ბრძანება არ გაუქმდება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აყენებს საფრთხის ქვეშ, ამაზე გაგვაფრთხილა სახელმწიფო დეპარტამენტმა,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეროვნული ბანკის გარშემო მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნის სტატუსის მიღების შესაძლებლობასაც, რადგან ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ინსტიტუციების დამოუკიდებლობის ხელშეწყობაა.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გააფორმა ეროვნული ბანკის დამოუკიდებელი სტატუსის გაუქმების პროცესი. ამიტომ არის კობახიძე კმაყოფილი, რადგან რუსული დავალება რაც აქვთ არის, რომ შეუძლებელი გახადოს სტატუსის მონიჭება ევროკავშირმა, რადგან ინსტიტუციების დამოუკიდებლობა და დეოლიგარქიზაცია არის ორი მთავარი მოთხოვნა ევროკავშირის. „ქართულმა ოცნებამ" დღეს წარმატებით გააფორმა ამ მიმართულებით უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი. ეს ნიშნავს სახელმწიფოს გაუქმებას ჩვენს ქვეყანაში და ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება, რომელიც თურნავამ მიიღო, არ გაუქმდება, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აყენებს საფრთხის ქვეშ, რაზე გაგვაფრთხილა სახელმწიფო დეპარტამენტმა, როდესაც გვითხრა, რომ სანქციებს ვინც არ ემორჩილება, ქმნის საფრთხეს, რომ გახდეს სანქციების სამიზნე. რაც შეეხება კანდიდატებს, ხომერიკზე მე ვერ ვიტყვი ვერაფერს, რადგან პროფესიულ წრეებში მას როგორც ჩანს, აქვს მეტ-ნაკლებად პოზიტიური რეპუტაცია, რაც შეეხება ყეინიშვილს, მისი, მისი ოჯახის ბიოგრაფია იძებნება, ჩემთვის გაუგებარია, საერთოდ, როგორ შეიძლებოდა ამ პოსტზე მსგავსი პიროვნების დასახლება. თუმცა, გასაგებია, „რუსულმა ოცნებამ“ რატომ დაამტკიცა სიხარულით ეს ქალბატონი, რადგან გარდა საეჭვო ფინანსური გარიგებებისა, მისი ოჯახი პირდაპირ მხილებულია რუსეთთან კავშირებში, ასე რომ „ქართული ოცნებისთვის“ ეს ძალიან ლოგიკურია”, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის საბჭოს არსებულ ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია.

ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს უმრავლესობის 82-მა წევრმა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ორმა კომიტეტმა კანდიდატურების არჩევის საკითხი დღევანდელ სხდომაზე განიხილა და პარლამენტს უარყოფითი დასკვნა წარუდგინა. საკომიტეტო განხილვას თავად კანდიდატები არ ესწრებოდნენ.

თავის მხრივ, პრეზიდენტს მის მიერ წარდგენილი კანდიდატების პარლამენტიდან უკან გაწვევა სურდა, თუმცა უმრავლესობის წევრების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს ამის უფლება არ ჰქონდა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის