ილია დარჩიაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიწვევით ტრანსატლანტიკური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიწვევით ტრანსატლანტიკური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ღონისძიებას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკავშირის უმაღლესი წარმადგენელი ჯოზეფ ბორელი და ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა ტრანსლატლანტიკურ სივრცეში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევების დაძლევის გზები იყო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება