სამოქალაქო ავიაციის სააგენტო - ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-ს ორჯერ ეთქვა უარი საქართველოში ოპერირებაზე

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-ს ორჯერ ეთქვა უარი საქართველოში ოპერირებაზე.

სააგენტოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ ROSSIYA AIRLINES-ი იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.

შესაბამისად, საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღნიშნული ავიაკომპანიით არ განხორციელდება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ გარკვეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციას რუსული ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-ის მიერ საქართველოში ოპერირების დაწყების შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-ს ორჯერ ეთქვა უარი საქართველოში ოპერირებაზე.

მიმდინარე წლის 16 მაისს, სააგენტომ არ დააკმაყოფილა ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-ის განაცხადი მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის მიმართულებით რეგულარული რეისის განხორციელების თაობაზე. ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-მა 14 სექტემბერს კვლავ მომართა სააგენტოს, ამჯერად მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის, მოსკოვი - ბათუმი - მოსკოვის და სანქტ-პეტერბურგი - თბილისი - სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით რეგულარული ფრენების შესრულების მოთხოვნით, რაზეც რუსულ ავიაკომპანიას იმავე დღესვე განეცხადა უარი უწყების მიერ.

სააგენტოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზია ის, რომ ROSSIYA AIRLINES-ი იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. შესაბამისად, საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღნიშნული ავიაკომპანიით არ განხორციელდება.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება და მომავალშიც შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში. ფრენები არ განხორციელდება ასევე, იმ საჰაერო ხომალდებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მოწოდებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თითოეულ წარმოდგენილ განაცხადთან დაკავშირებით მომავალშიც იმოქმედებს აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის