ბულგარეთი სოფიაში მდებარე რუსული ეკლესიის წინამძღვარს ქვეყნიდან აძევებს

ბულგარეთის ხელისუფლებამ სოფიაში, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის, არქიმანდრიტი ვასიანის ქვეყნიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ინფორმაციას ბულგარეთში რუსეთის ფედერაციის საელჩო ავრცელებს.

"ბულგარეთის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მამა ვასიანი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს", - განაცხადეს რუსმა დიპლომატებმა.

ბულგარეთში რუსეთის ელჩის, ელეონორა მიტროფანოვას განცხადებით, დღეს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვრები სამიგრაციო სამსახურში დაიბარეს, სადაც განუცხადეს, რომ ისინი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ და დღესვე უნდა დატოვონ ბულგარეთის ტერიტორია.

"ამასთან, ისინი დაპატიმრებულთათვის განკუთვნილ მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს სახლებში, რათა ნივთების ჩალაგება შეძლონ, რის შემდეგაც ჯერ ეკლესიაში და შემდგომ სერბეთის საზღვართან მიიყვანენ", - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, ეს უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან ეკლესია სახელმწიფოსგან გამიჯნულია.

"სოფიაში მდებარე რუსულ ეკლესიას ბევრი მრევლი ჰყავდა და ასეთი მოვლენა - უფსკრულში ჩავარდნაა. შეიძლება ითქვას, რომ ბულგარეთის ხელისუფლებამ ჩვენ ეკლესიას სახეში შეაფურთხა, მით უმეტეს ღვთისმშობლის შობის დღეს", - აღნიშნა მიტროფანოვამ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ოპოზიციამ, თუ სურს რეალური შედეგის მიღწევა, სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეცვალოს, თუმცა ამის იოტისოდენა იმედიც არ მაქვს
კორეის ელჩი ჰიონ დუ კიმი - კორეის ძლიერი მხარე მაღალტექნოლოგიურ წარმოებაშია, საქართველოს კი ლოჯისტიკისა და მომსახურების სფეროებში - ის უნდა განიხილებოდეს როგორც ბაზარი, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს რეგიონი და მის მიღმაც
ქართული პრესის მიმოხილვა 17.11.2025
„კარფურის“ მსხვილი ტექნიკა და ავეჯი უკვე „Wolt“-ზე - ონლაინ შოპინგი მარტივად, სწრაფად და საუკეთესო ფასად