იენს სტოლტენბერგი - შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ და კვლავ არ უნდა გავხდეთ რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებული

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დასავლეთმა ენერგეტიკის სფეროში რუსეთთან თანამშრომლობის აღდგენა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც არ უნდა გააგრძელოს.

აღნიშნული განცხადება ნატოს გენმდივანმა ნიუ-ორკში ყოფნისას გააკეთა.

"ენერგეტიკაში არსებული სიტუაცია ფუნდამენტურად არის შეცვლილი… ადრე ბევრ ევროპელს ეგონა, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულობა - აბსოლუტურად ნორმალურია. ისინი ცდებოდნენ… ჩვენ ეს შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ და რუსულ გაზსა და ენერგეტიკაზე დამოკიდებულები კვლავ არ უნდა გავხდეთ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ეს "გაკვეთილი" ჩინეთსაც ეხება.

"მე არ ვამბობ ჩინეთთან თანამშრომლობის არასაჭიროებაზე, მაგრამ მასზე ძალიან არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები", - დასძინა ნატოს გენმდივანმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს