ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ქვედანაყოფები იმავე პოზიციაზე რჩებიან, სადაც მანამდე იმყოფებოდნენ

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადების შემდეგ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები იმავე ადგილას რჩებიან, სადაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადებამდე იმყოფებოდნენ, იგივე აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს ეხება.

ფაშინიანის თქმით, ზოგიერთ ადგილას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა ფიქსირდება, მაგრამ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანული ჯარი სტეფანაკერტში იმყოფება, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„ზოგადად სიტუაცია სტაბილურია, სინამდვილეს ასევე არ შეესაბამება ინფორმაცია მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი მსხვერპლის შესახებ“, - განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მთიან ყარაბაღზე თავდასხმის მიზანი საომარ მოქმედებებში სომხეთის ჩართვა და ქვეყანაში ქაოსის შექმნა იყო.

"რაც შეეხება ჰუმანიტარულ ვითარებას, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთის რესპუბლიკამ აკრძალა ან ჩაკეტა გზა მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში გადასვლის მსურველთათვის. მინდა მკაფიოდ განვაცხადო: ყველამ ვიცით, რომ ლაჩინის დერეფანი უკვე მეათე თვეა, რაც ჩაკეტილია. სომხეთის მხრიდან არსებული გზები ერთი წუთითაც არ ყოფილა ჩაკეტილი და ახლაც ღიაა. უფრო მეტიც, კვირის დასაწყისში მივეცი დავალება იძულებით გადაადგილებულ პირთა მიღების თაობაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, მათი განთავსებისთვის პირობების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ჩატარებულია მოსამზადებელი სამუშოები სომხეთში 40 000-მდე ოჯახის განთავსებისთვის.

„ჩვენ ამაზე საუბარი არ გვსურს. რატომ? რადგან ვთვლით, რომ მთიანი ყარაბაღის სომხებმა თავიანთ სახლებში, თავიანთ სამშობლოში, ღირსეულ და უსაფრთხო პირობებში უნდა იცხოვრონ. დღეს, ჩვენი შეფასებით, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს“, - განაცხადა მან.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა