აშშ უკრაინას 325 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს გადასცემს

შეერთებული შტატები უკრაინას 128 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უსაფრთხოების ახალ დახმარებას გაუწევს, ასევე გამოუყოფს 197 მილიონ აშშ დოლარს იარაღისა და აღჭურვილობისთვის, ადრე ავტორიზებული ტრანსფერების ფარგლებში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

"პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალებს, რათა ხელი შეუწყოს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას რუსეთის საჰაერო თავდასხმებისგან ახლა და ზამთარში, როდესაც რუსეთი სავარაუდოდ განაახლებს თავდასხმებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ის ასევე მოიცავს საარტილერიო საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის შესაძლებლობებს, ასევე კასეტურ საბრძოლო მასალებს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის შესაძლებლობას გააგრძელოს კონტრშეტევა რუსეთის ძალების წინააღმდეგ“, - აღნიშნა ბლინკენმა.

აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას მეორედ აწვდის. ივლისის ბოლოს, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ქვეყანას კასეტური საბრძოლო მასალები პირველად მიაწოდა, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები იარაღს რუსეთის თავდაცვითი პოზიციების წინააღმდეგ "ეფექტურად“ და „შესაბამისად“ იყენებდნენ.

ჰოვსეპ ხუშრედიანი - სომხეთი ცდილობს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და კომუნიკაციების გახსნას, მაგრამ ეს არც ბაქოს აწყობს და არც მოსკოვს და ამიტომაცაა, რომ  პროცესს ორივე ხელს უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 17.03.2025
Profy - დალაგებისა და ხელოსნის სერვისები განახლებულ აპლიკაციაში