აზერბაიჯანის საგარეო მინისტრი - აზერბაიჯანის  კონტრტერორისტულმა ზომებმა დასახულ მიზნებს მიაღწია

აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის რეგიონში გატარებულმა კონტრტერორისტულმა ზომებმა დასახულ მიზნებს მიაღწია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის, რასაც აზერბაიჯანმა კონტრტერორისტული ოპერაციით მიაღწია, შეიძლებოდა დიდი ხნის წინ განხორციელებულიყო მშვიდობიანად, სომხეთს რომ სამმხრივი განცხადებით ნაკისრი ვალდებულებები შეესრულებინა. "მხოლოდ სომხეთია დამნაშავე იმაში, რომ ეს არ მოხდა", - დასძინა მინისტრმა.

მისი მტკიცებით, 30 წელზე მეტი ხნის წინ სომხეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ წამოწყებული შეიარაღებული კონფლიქტის მოსაგვარებლად გაწეული ყველა საერთაშორისო ძალისხმევის წარუმატებლობის მიზეზი სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ძალების სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო გაყვანასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა.

"სომხეთის მუდმივი უკანონო სამხედრო ყოფნა აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიაზე რჩებოდა ყველაზე სერიოზულ დაბრკოლებად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პოსტკონფლიქტური ნორმალიზაციის პროცესისთვის, ისევე როგორც აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის ეთნიკურად სომეხი მაცხოვრებლების რეინტეგრაციის მცდელობებისთვის", - აღნიშნა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

მისი თქმით, მოხდა შეთანხმება, რომ ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის აზერბაიჯანში რეინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის მათი უფლებები და უსაფრთხოება აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის ფარგლებში, განიხილება უშუალოდ მათ წარმომადგენლებსა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.

"როგორც უკვე აღვნიშნე, პირველი ასეთი შეხვედრა შედგა და პირველადი შედეგი გამოიღო. ამ ფორმატში შეხვედრები გაგრძელდება", - აღნიშნა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის