სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის უკანა  შესასვლელიდან ჭიჭინაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს

სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციას მართავდნენ, ამ დროისთვის შენობის გვერდით შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს. აქტივისტები სკანდირებენ „არა რუსულ მთავრობას“.

მათივე თქმით, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც რუსეთთან ჯაშუშობისთვის აშშ-მ დაასანქცირა, უნდა დააკავონ.

ამასთან, აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერები, წარწერებით: „გომელაური რუსული ოცნება FSB-ს ჯაშუში“, „სსკ-ის მუხლი 314, ჯაშუშობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 12 წლამდე“.

გარდა ამისა, აქტივისტებს ჩართული აქვთ ხმოვანი სიგნალი გზავნილით: „რუსეთის აგენტებო, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საერთაშორისო სანქციები“.

პარლამენტთან გაშლილია სტენდი, სადაც გამოფენილია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, დასანქცირებული მოსამართლეების - ირაკლი შენგელიასა და ლევან მურუსიძის, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ფოტოები. სტენდზე ჩამოკიდებულია ბოტასებიც.

მთლიან პერიმეტრზე სამართალდამცველები არიან განლაგებული.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში ამ წუთებში ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს უსმენენ, რამდენიმე საათში კი დეპუტატების კითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური უპასუხებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება