გივი მიქანაძე ფარცხალაძეზე - მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს ფაქტი, დაცვის მხარე აგროვებდეს  მტკიცებულებას - მტკიცების ტვირთი არის ბრალდებაზე და ამერიკელი პარტნიორებისგან მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის

მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს ფაქტი, დაცვის მხარე აგროვებდეს მტკიცებულებას, ფარცხალაძეზე მაქვს საუბარი. მტკიცების ტვირთი არის ბრალდებაზე და ამერიკელი პარტნიორებისგან მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ვალდებულებაა, დაიცვას თითოეული მოქალაქის ინტერესები და მტკიცებულებებს ითხოვენ. რაც შეეხება ფარცხალაძის საგამოძიებო სტრუქტურებში დაბარებას გამოკითხვაზე, ასევე მისი დაკავების მოთხოვნას, მიქანაძე აცხადებს, რომ „რაიმე ხელმოსაკიდი რომ იყოს, სხვა ზომები იქნებოდა მიღებული“.

„ჩვენი რადიკალი ოპონენტები გვეუბნებიან, რომ აშშ-ის კონკრეტული უწყების განცხადება უფრო მნიშვნელოვანია და უფრო მაღლა დგას რანგით, ვიდრე საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც გვავალდებულებს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინტერესი დავიცვათ. ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული მტკიცებულებები იქნას წარმოდგენილი. მოგეხსენებათ, გამოძიებაც არის დაწყებული, მაგრამ გამოძიებას რომ რაიმე ხელმოსაკიდი ჰქონდეს, მაშინ დღეს, ალბათ, სხვა ზომები იქნებოდა კანონის ფარგლებში მიღებული,“ - განაცხადა მიქანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება