მამუკა მდინარაძე - ეროვნული ბანკი ჩამოიშლებოდა, საბჭოს წევრები რომ არ აგვერჩია - სებ-ში რომ რუსული კავშირები იყოს, დღესვე ჩამოშლიდნენ

ეროვნულ ბანკში რომ რუსული კავშირები იყოს, დღესვე ჩამოშლიდნენ, არც რუსეთის და არც თუნდაც სხვა მიმართულებიდან აგენტურაა საქართველოს კეთილდღეობაზე მოწოდებული - არ მგონია, ამ მიმართულებით პრობლემა იყოს, დანარჩენი კანდიდატებზე პრეზიდენტს კითხეთ, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ეროვნული ბანკის საბჭოში არჩეული ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციაზე მისი და მისი ოჯახის წევრების რუსული კავშირების შესახებ.

მდინარაძე აცხადებს, რომ კანდიდატების არჩევის მოტივაცია მათთვის იყო, რომ არ ჩამოშლილიყო ფინანსური სისტემა და ნებისმიერს აირჩევდნენ, თუ არ იქნებოდა მოლოდინი, რომ ისინიც გადადგებოდნენ კრიტიკულ დროს.

„ეროვნული ბანკი ჩამოიშლებოდა, რომ არ აგვერჩია საბჭოს წევრები, ნებისმიერს ავირჩევდით, თუ მოლოდინი არ იქნებოდა, რომ გაიწეოდნენ ისევე, როგორც სებ-ის 3 თანამშრომელი გაიწია და საბოტაჟს შეუწყო ხელი, ამის გარდა ჩვენ არაფერი გვაინტერესებდა ამ მომენტში. დანარჩენი, თუ ეს ასეა, რასაც ჰყვებით, როგორც წესი არ არის ხოლმე, მაგრამ დავანებოთ ამას თავი და მართალიც რომ იყოს, ასე თუა, პრეზიდენტთან უნდა დასვათ ეს კითხვები. დარწმუნებული ვარ ამაზე პრეზიდენტთან არც ერთი კითხვა არ დაგისვამთ. მე არ ვიცი, ასეა თუ არა. არ მგონია, ამ მიმართულებით პრობლემა რომ იყოს, ეროვნულ ბანკში რომ რუსული კავშირები იყოს, დღესვე ჩამოშლიდნენ ბანკს, არც რუსეთის და არც თუნდაც სხვა მიმართულებიდან აგენტურაა საქართველოს კეთილდღეობაზე მოწოდებული, ამიტომ არ მგონია, მსგავსი რისკები იყოს, მაგრამ არ „მგონიაზე“ ნუ გავივლით. ჩვენთვის მოტივაცია იყო საქართველოს ფინანსური სისტემა არ ჩამოშლილიყო, დანარჩენი კითხვები არის პრეზიდენტთან. თუ მართლა მსგავსი, არათუ ის, რასაც თქვენ ჰყვებით, მსგავსი პრობლემები არსებობს, მიბრძანდით და კითხეთ პრეზიდენტს,"- განაცხადა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, ეროვნული ბანკის საბჭოს არსებულ ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო