ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი - უკრაინამ და პოლონეთმა სიამაყე უნდა უკუაგდონ, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ, ბოდიში მოიხადონ და გააგრძელონ - წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ყველა წავაგებთ

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი, იანა ჩერნოხოვა აცხადებს, რომ უკრაინასა და პოლონეთის ურთიერთობებში დაძაბულობა უნდა აღმოიფხვრას და ამ მიზნით, მხარეებს მოუწოდებს, ერთმანეთს მოუბოდიშონ.

„მხარეებმა სიამაყე უნდა უკუაგდონ, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ, ბოდიში მოიხადონ და გააგრძელონ. ეს მალე უნდა მოხდეს და მე ვთხოვ ყველა მხარეს, ეს გააკეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ყველა წავაგებთ", - აღნიშნა იანა ჩერნოხოვამ.

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებული განცხადება, რომ რომ უკრაინის ზოგიერთი მეგობარი ქვეყანა ევროპაში „სოლიდარობას თამაშობს პოლიტიკურ თეატრში და მარცვლეულით თრილერს ქმნის“, ასევე უკრაინის ხელისუფლების მიერ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ მარცვლეულის ექსპორტის დავასთან დაკავშირებით საჩივრის შეტანა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო