პარლამენტთან აქტივისტებმა ბუშტებით საპროტესტო ბანერი გაუშვეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე “ლელოს” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა სიმბოლურად ყვითელი ბუშტები გაუშვეს.

აქტივისტებს ეჭირათ პლაკატი წარწერით - “რუსეთის აგენტებით სავსე ხელისუფლება”, რომელზეც ასევე გამოსახულნი იყვნენ: ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი; ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა; იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე; კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი; შს მინისტრი ვახტანგ გომელაური; „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე; პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი; განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი; თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე; ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე; „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ვანო ჩხარტიშვილი.

პარალელურად, პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში შს მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოდის.

აქტივისტები აცხადებენ, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც რუსეთთან ჯაშუშობისთვის აშშ-მ დაასანქცირა, უნდა დააკავონ. პარლამენტთან იმყოფება პოლიცია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება